საგანი "მე და საზოგადოება" და მასთან დაკავშირებული მითები


2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი საგნის „მე და საზოგადოების" შესახებ პირველად ისაუბრა და საგნის შეტანა სკოლაში 2017-2018 წლისთვის დააანონსა. თუმცა მალევე საგანმა საპატრიარქოს განათლების ცენტრის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აღშფოთება გამოიწვია.
მალევე გავრცელდა დეზინფორმაციები საგნის პროგრამასთან დაკავშირებით, თითქოს, აღნიშნული საგანი „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას" ეწეოდა.



საქართველო და მსოფლიო, 19 ივლისი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "რომ ნახოთ, რა სახის რეკომენდაციებს შეიცავდა ეს პროექტი [საგანი "მე და საზოგადოება"], შეიძლება არ დაიჯეროთ _ იქ იყო ისეთი ტიპის თამაშები, რომლებიც 7-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის იყო გათვალისწინებული და მასში პირდაპირ ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა მოზარდების "ცნობიერების ამაღლება" არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე. მაგალითად, ბავშვს უნდა წარმოედგინა, რომ წითელქუდა არის ვაჟი გოგონას ტანისამოსში, რომელიც საკუთარი სექსუალური იდენტობით განსხვავებულია, და ეს თურმე სრულიად ნორმალურია. მოსწავლეებს ასევე მონაწილეობა უნდა მიეღოთ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ გარკვეულ თამაშებში და თითოეულ მათგანს უნდა განესახიერებინა ესა თუ ის პერსონაჟი: ბიჭებს უნდა შეესრულებინათ გოგონების როლი _ ჩაეცვათ მათი ტანსაცმელი და ა.შ. აქ საუბარია იმაზე, რომ ე.წ. მესამე სქესის არსებობა, როგორც მოცემულობა, უნდა ყოფილიყო ბავშვებამდე დაყვანილი".

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებამდე რამდენიმე წლით ადრე, გამოქვეყნდა დეკანოზ დავით ქვლივიძის ქადაგება, სადაც ის საუბრობს საგანზე "მე და საზოგადოება" და ახსენებს თითქოს, საგანში შედის როლური თამაში, რომელზეც შემდგომში უკვე დიმიტრი ლორთქიფანიძე საუბრობს.

"პირდაპირ მასწავლებელთა სახელმძღვანელოშია- ეს წიგნებში არ წერია, მასწავლებელთა სახელძღვანელოებია კომპასიტო ქვია და მერე კიდე რაღაცა, რამოდენიმე სახელმძღვანელოა. ტრენინგების წიგნებია მასწავლებლებისთვის და პირდაპირ წერია: როგორ უნდა ჩაატაროს მასწავლებელმა გაკვეთილები. ბავშვი რომ მოვა, პირველი უნდა უთხრა, რომ წარმოიდგინეთ, შეიცვალა სქესი ზღაპრის გმირებმა წითელქუდა ვთქვათ კაცია, ბებია კი არის პაპა, მღვდელი - დედალი"

დეკანოზი დავით ქვლივიძე
ზემოაღნიშნული ინფორმაცია მცდარია, ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ საგნის სასწავლო პროგრამაში, დეტალურადაა განხილული ის თემები, რასაც მოსწავლეები საგნის „მე და საზოგადოება" სწავლისას გაივლიან.


სინამდვილეში კი, საგანი "მე და საზოგადოება" კლასების მიხედვით მოიცავს შემდეგ თემებს:
III კლასი:
▶ ჩემი ოჯახი;

▶ სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები;

▶ გარემო, რომელშიც ვცხოვრობ.

IV კლასი
▶ სად და როგორ ვიღებ განათლებას,

▶ მედია და ინფორმაცია;

▶ მე და ჩემი ქვეყანა.

სახელმძღვანელოში არსებული არცერთი როლური თამაში, არ არის მსგავსი შინაარსის. ქვემოთ მოცემულია ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა როლური თამაში
საგანი „მე და საზოგადოება" მოსწავლეს ამზადებს საზოგადოებრივი მეცნიერებების დისციპლინების - ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების - შესასწავლად. სასწავლო კურსის ცენტრშია მოსწავლე და მისი გარემომცველი სამყარო, რომლის შემეცნებაც საგნის სწავლა-სწავლების პროცესში სხვადასხვა თემის დამუშავების გზით ხორციელდება. მოსწავლის წინაშე თანამიმდევრულად წარმოჩნდება მასზე მოქმედი სოციალური გარემო.





"თუ არ შეფერხდა ამ საგნის სწავლება, პირველ რიგში, ის მოახდენს გავლენას ჩვენს სამასწავლებლო კორპუსზე" - ამბობს "მე და საზოგადოებასთან" დაკავშირებით განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე.
გიორგი გახელაძე
განათლების ექსპერტი
საგანი "მე და საზოგადოება" 2018 წლის სექტემბრის ახალი სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში დაინერგა.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website